მანჩინი: ვინ მოიგებს სკუდეტოს? - "ნაპოლი" განსაკუთრებულ ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაშია

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის გამო გამოწვეული პაუზის შემდეგ "ნაპოლი" სერია A-ს განახლებისთვის ემზადება. 4 იანვარს ნეაპოლური გუნდი სტუმრად "ინტერს" შეხვდება. მათი საჩემპიონო შანსები იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ შეაფასა.

"ვინ მოიგებს სკუდეტოს? ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია, მით უმეტეს, 50-დღიანზე მეტი პაუზის მერე, მაგრამ "ნაპოლის" კარგი შანსები აქვს: რვაქულიანი უპირატესობა და გამოცდილი გუნდი, რომელსაც ორი-სამი ძლიერი მოთამაშე დაემატა.

ნეაპოლელთა უპირატესობაზე ლაპარაკი ძნელია: განსაკუთრებულ ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ სეზონში რთული პერიოდი ყოველთვის დგება. შესაძლოა, ეს პერიოდი მათთვის ნოემბერსა და დეკემბერს შორის
დადგა", - ციტირებს მანჩინის "გაძეტა დელო სპორტი".

მკითხველის კომენტარები / 5 /
მანჩინი! ზოგიერთი ჩასაფრებული ვაი "ღრუზინივით" - რატომ ელოდები და რატომ უნდა დადგეს ამ სეზონში "რთული პერიოდი" ნაპოლისათვის? იქნებ პირიქით 4 იანვრის შემდეგ "აღმაფრენა" დაეწყოს ნაპოლის?
გაძეტა დელო სპორტი ამ შემთხვევაში ჩვენი ჟურნალისტებივით ინფორმაციის სიმწირეს განიცდის ალბათ და ამიტომ დაიწყო წინასასეზონო კვარ-ჭორ-ხვიჩულა-ობა.
ფორცა ხვიჩა, კვარა კოჩი! - ჩასაფრებულებს არ ვაჭამოთ შემწვარი კალანდის გოჭი და მოუ...ნ დ...ს პ...ი!
პლეხანოვზე გაზრდილი
01:16 03-01-2023
17
წარმატებები ხვიჩას და ნაპოლის!!!
გულშემატკივარი
23:03 02-01-2023
1

სიახლეები პოპულარული