"სპალეტის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ" - "ნაპოლის" სპორტული დირექტორი

AutoSharing Option
"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ "სასუოლოსთან" მატჩის წინ DAZN-თან ლუჩანო სპალეტის შესახებ ისაუბრა.

იტალიელი საფეხბურთო სელექციონერის თქმით, სპალეტი კლუბის სამომავლო გეგმის მთავარი ნაწილია, ამიტომ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს.

"სპალეტი "ნაპოლის" სამომავლო გეგმის მთავარი ნაწილია. კონტრაქტის ამოწურვამდე აუცილებლად ჩვენთან დარჩება, ამის შემდეგ კი ხელშეკრულების გაგრძელებაზეც ვისაუბრებთ" - განაცხადა ჯუნტოლიმ.

შეგახსენებთ, 63 წლის სპეციალისტის მიმდინარე ხელშეკრულება "პარტენოპეისთან" 2024 წლის ზაფხულში იწურება.

altხვიჩას მეათე გოლი - "ნაპოლი" პირველი ტაიმის შემდეგ "სასუოლოს" ამარცხებს - 2:0 [VIDEO]

altეს წარმოუდგენელია! ოსიმენის გასაოცარი გოლი და "ნაპოლი" ისევ

დაფრინავს [VIDEO]

altრა რეაქცია ჰქონდა სპალეტის "კვარას" ზღაპრულ გოლზე?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული