სპალეტი: საქმე თამაშის სტილშია, რომლითაც ვამაყობთ

AutoSharing Option
"ლაციოსთან" მატჩის წინ "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თავის გუნდთან მუშაობის შესახებ ისაუბრა.

"ცხადია, სკუდეტო მიზანია, მაგრამ სხვა რამეებიც არის, რაც სიამოვნებას განიჭებს. იმათ კატეგორიას არ განვეკუთვნები, ვისაც გამარჯვების მოპოვება ნებისმიერ ფასად სურს, შემდეგ წელს კი წარუმატებლობას განიცდის. მომწონს გუნდთან მუშაობა, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ საერთო მიზნის მიღწევის შესაძლებლობას მომცემს.

მთელ დროს იმის მომზადებაზე ვხარჯავ, თუ რა უნდა გავაკეთოთ მოედანზე და სეზონის ბოლოს ვნახავთ, როგორ ძლიერ გავექეცით ოპონენტებს. აქამდე ფეხბურთელები დიად საქმეებს აკეთებენ და ქებას იმსახურებენ. საქმე მხოლოდ მატჩებსა და შედეგებში კი არა,
არამედ თამაშის სტილშია, რომლითაც ვამაყობთ", - ციტირებს სპალეტის Pazzi Di Fanta.

მკითხველის კომენტარები / 8 /
გარკვეულ დონეზე სკუდეტოს მოსაგებად ძლიერი გუნდია ,მაგრამ უფრო მაღლა ,ვერააგრანდი .ლობოდკა ვერაა მოდრიჩი,მერეტა,მამარდაშვილიც კი ვერაა.სტრესულ თამაშებში ეს გამოჩნდება და სპალეტიც ვერაა,ახალკაციც კი,სერ ფერგიუსონის რომ არც შევადაროთ
ზ.მ.
15:31 03-03-2023
9
ვისაც არ მოსწონს პირადად ჩემი გამონათქვამები კვარა-კოჩის მიმართ, მათთვის "ზახარიჩამ" ნახალოვკაში მაღლა ააგდო კოჭი! - არ დაიგვიანოთ!, მიასწარით! გაიგეთ?
ვაჟა მასწავლებელი
14:22 03-03-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული