"მილანი" შეტევის გაძლიერებას აპირებს - "როსონერის" 5 კანდიდატი ჰყავს

AutoSharing Option
Calciomercato-ს ცნობით, "მილანი" ზაფხულში შეტევის გაძლიერებას აპირებს და ამისთვის 5 კანდიდატიც ჰყავს შეგულებული.

ესენი მატეო რეტეგი ("ტიგრე"), ფლორიან ბალოგუნი ("რეიმსი", ნათხოვარია "არსენალიდან"), ვიქტორ ბონიფაცი ("უნიონი"), ნოაჰ ოკაფორი ("ზალცბურგი") და მუსა დემბელე ("ლიონი") არიან.

მოგეხსენებათ, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ "როსონერი" ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და "მილანს" თავდამსხმელის პოზიციაზე ახალი მოთამაშე დასჭირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Retegi yvelaze kargi varianti mgonia...
L.J .
15:40 11-04-2023
1

სიახლეები პოპულარული