სულ გაგიჟდნენ - ნეაპოლში მეტოქე გუნდებს სასაფლაო მოუწყვეს

AutoSharing Option
ნეაპოლსა და მის გარეუბნებში "ნაპოლის" მიმართ პატივისცემისა და აღფრთოვანების მთელი რიგი რიტუალები სრულდება, ზოგიერთი, ცოტა არ იყოს, უცნაური. სკუდეტოს მოპოვებამდე რამდენიმე დღით ადრე კაზ ნუევოს რაიონში ერთმა გულშემატკივარმა პატარა სასაფლაო გააკეთა და კედელზე ბანერი გამოფინა, რომელზეც დაწერა:

"მთელი იტალიის საშინელი ტკივილი: ამდენი წლის შემდეგ ჩვენ ჯვარს გაცვით". ჯვრებზე სერია A-ს გუნდების ემბლემებია, იქვეა დასვენებული კუბო და "იუვენტუსის", "მილანის" და "ინტერის" დროშები, რომლებიც "ნაპოლისთან" საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდნენ.

კუბოს გამოსახულებას ნეაპოლელების მხრიდან სპორტული მეტოქეების მიმართ სიმბოლური დატვირთვა აქვს. ერთი სიტყვით, ყველა თავისებურად
გამოხატავს სიხარულს და ეს მხოლოდ დასაწყისია - წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც "ნაპოლი" ოფიციალურად გახდება ჩემპიონი.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
სულ არ მაინტერესებს სერია ა.მაგრამ მოწინააღმდეგე უნდა დააფასო.ამ სეზონში ყველაზე სტაბილურები იყვნენ მომდევნო სეზონში ეჭვი მეპარება ჩემპიონები გახდნენ.ასე რომ ზედმეტია რაც გააკეთენ ჩემი აზრით
За мечту, за Родину
28 აპრილი 2023 09:53
7
ჩვენი დამკრძალავი რიტუალებისა (კუბოს სამჯერ დატრიალება და ა.შ.) თუ უცნაური საფლავების პატრონები ნეაპოლელებს დავცინით?
ILIA
28 აპრილი 2023 09:29
8
ამათ ჩემპიონთა ლიგა რომ მოეგოთ, ხომ წარმოგიდგენიათ? მთელ ევროპას მიწაში ჩადებდნენ. :))
კოლა
28 აპრილი 2023 08:07
1
და როდის იყვნენ რო ნეაპოლში დალაგებულები? :)
გიო
28 აპრილი 2023 02:11
2
ფუფ. ესენი და ლათინური ამერიკა.
რეზი
27 აპრილი 2023 22:45
13
მილანზე რა ვთქვათ?მიცვალებული ადგაო ალბათ
სიმართლე
27 აპრილი 2023 21:16
5
გულშემატკივრები კიარა ჯოგი ყავს ნახირი.მთელი ღამე რო კიოდენ წიოდენ და ფეირვერკებს უშვებდენ მილანის სასტუმროსთან მაშინ მივხვდი
დათო
27 აპრილი 2023 20:53
13
უნახავმა რა ნახაო ამათზეა ნათქვამი.
გოგი
27 აპრილი 2023 20:18
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული