კვარაცხელიას მწვრთნელად შესაძლოა, 39 წლის სპეციალისტი დაინიშნოს

AutoSharing Option
მას შემდეგ რაც "ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგო, იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, ლუჩიანო სპალეტიმ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს.

ის უახლოეს დღეებში შეხვდება გუნდის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს და სამომავლო მიზნებზე დაელაპარაკა.

გამოცდილ სპეციალისტს აინტერესებს, თუ რას აპირებს კლუბის მეპატრონე, შეინარჩუნებს თუ არა წამყვან მოთამაშეებს და რა მიზნები ექნება სამომავლოდ.

ამასთანავე, ჩვენი იტალიელი კოლეგები უკვე ასახელებენ იმ გვარებს, რომლებმაც შესაძლოა, სპალეტი ჩაანაცვლოს.

მათგან ყველაზე საინტერესო 39 წლის რაფაელე პალადინოა, რომელიც სამწვრთნელო საქმიანობაში პირველ ნაბიჯებს დგამს, ამჟამად
"მონცას" უდგას სათავეში და საკმაოდ კარგი შედეგებიც აჩვენა.

იწერება "ფიორენტინას" დამრიგებელ ვინჩენცო იტალიანოსა და "უდინეზეს" მენეჯერ ანდრეა სოტილიზეც.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ დე ლაურენტისი შესაძლოა, ანტონიო კონტესაც დაელაპარაკოს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სპალეტის და ოსიმენის გარეშე, ნაპოლი საშუალო გუნდათ ჩამოყალიბდება
giorgi 3
18:10 10-05-2023
11
სისულელე
master
15:57 10-05-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული