"ღმერთიც კი ტირის" - ზლატანი ფეხბურთიდან თავის სტილში წავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლეგენდარულმა შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 41 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. გამოსამშვიდობებელ სიტყვაში "სან სიროზე" მან "მილანის" ფანებს მიმართა და თქვა:

"ამ დილით გავიღვიძე, წვიმდა და ვთქვი: "ღმერთიც კი ტირის". ეს გადაწყვეტილება დაახლოებით 10 დღის წინ მივიღე.

სამწუხაროა, რომ არ მომეცა საშუალება, კარიერა მოედანზე დამესრულებინა.

ხვალიდან თავისუფალი კაცი ვიქნები. ჩემს ცხოვრებაში ახალი თავი იხსნება. ვამაყობ, რომ ასეთი გრძელი კარიერა მქონდა", - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
საოცარია! როგორ უყვართ! ღირსეული გაცილებაა ნამდვილად! ბრავო!
ჰმმ
11:29 06-06-2023
0
ჯერ ადამიანი უნდა იყო და მერე სპორტსმენი, ჟურნალისტი, ინჟინერი, მუსიკოსი და ა.შ. ამ კაცს საკუთარი თავი ყოველთვის ყველაზე მაგარი ეგონა, ეგოისტობით გამოირჩეოდა და ამიტომაც ვერ დაიმსახურა ფეხბურთის მოყვარულთა საყოველთაო სიყვარული, თორემ როგორც ფეხბურთელი მართლაც მაგარი იყო.
ქობულეთიდან
10:09 06-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული