"ნაპოლიმ" სიმეონეს კონტრაქტი გამოისყიდა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" "ვერონასგან" თავდამსხმელი ჯოვანი სიმეონე გამოისყიდა, - იტყობინება Calcio Napoli 1926.

27 წლის სიმეონეს კონტრაქტის გამოსყიდვა ნეაპოლურ კლუბს 12 მილიონი ევრო დაუჯდა და ფეხბურთელს კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

არგენტინელი "ნაპოლიში" გასული წლის აგვისტოში იჯარის წესით გადავიდა და 2022/23-ის სეზონში ყველა ტურნირზე 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ფასი 15 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ოსიმენი წავიდა,სავარაუდოდ,ის გახდება ნაპოლის ძირითადი ცენტრალური თავდამსხმელი.კარგი ბიჭია,მაგრამ ოსიმენობას რომ ვერ გასწევს,მგონი ცხადია.
სოსო
13:47 16-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული