"მანჩესტერ იუნაიტედი" ტეო ერნანდესის დამატებით დაინტერესდა.
"წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა მზადაა 25 წლის მცველის სანაცვლოდ მოლაპარაკებები დაიწყოს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როსონერი" ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს.
Corriere della Sera-ზე დაყრდნობით, ერნანდესის სამსახურით "მანჩესტერ სიტი" და წამყვანი ესპანური გუნდებიც ინტერესდებიან.
რაც შეეხება ტეოს სტატისტიკურ მონაგარს, წლევანდელ სეზონში 32 შეხვედრაში ფრანგმა ფეხბურთელმა თავი 4 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
გულშემატკივრობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა წამყვანი უცხოური გუნდის ზედმეტსახელი იცოდე.