"ნაპოლიმ" კიმ მინ ჯეს შემცვლელი ბრაზილიიდან ჩაიყვანა

AutoSharing Option
"ბაიერნში" გადასულ ცენტრალურ მცველ კიმ მინ ჯეს ბრაზილიელი ნატანი (ნატან ბერნარდო დე სოუზა) შეცვლის.

ნატანი 22 წლისაა (სიმაღლე 188 სმ), "ფლამენგოს" აღზრდილია, 2021 წლიდან იჯარით "რედ ბულ ბრაგანტინოში" თამაშობდა, გუშინ რომის კლინიკა "ვილა სტიუარტში" სამედიცინო შემოწმება გაიარა, კასტელ დი სანგროში ჩავიდა და პირდაპირ "ნაპოლისა" და "აუგსბურგის" ამხანაგურ მატჩზე მივიდა. ის კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან ერთად იჯდა სათადარიგოთა სკამზე.

როგორც იტყობინებიან, ნეაპოლური კლუბი ნატანს 10 მილიონ ევროდ შეიძენს. ადგილობრივი გამოცემები აღნიშნავენ, რომ ბრაზილიელს იტალიურ ფეხბურთში ადაპტაციისთვის გარკვეული პერიოდი დასჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
აბა მამუჩიკო მიჰყავს მამუკიესო?
ბათუმელა
10:55 07-08-2023
5
ტარზანივით ფეხბურთელია..ფიზიკურად ძალიან ძლიერია..სრწაფი...ბურთის ართმევაზე ძალიან კარგია...ჩაშლაც შეუძლია...პადკატებზეა დამხეცებული..ხანდახან ისე რაკეტასავით მიდის გეგონება ფეხს მიაწყვიტავს მეტოქესო..უხეშობა ახასიათებს..ტაქტიკურად დიდად მომზადებული არაა...მოკლედ 1-2 წელი დაჭირდება ნაპოლის მისგან კარგი დონის მცველი გამოთალონ..
ბუჯანგა
10:07 07-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული