"როსონერის" ჩაბარების მთავარ კანდიდატად სეზონის ბოლომდე იგნასიო აბატე სახელდება, რომელიც "ლომბარდიელთა" ღირსებას დიდი ხნის განმავლობაში იცავდა და ახლა "სან სიროს" ბინადართა ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებს.
საინტერესოა, რომ "მილანში" ამ შემთხვევაში დაბრუნდება ზლატან იბრაჰიმოვიჩიც, რომელიც აბატეს ერთ-ერთ ასისტენტად, ან გუნდის დირექტორად და გასახდელში ჯანსაღი ატმოსფეროს შემქმენლად მოიაზრება.