"ნაპოლის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი - ოსიმენს ხელფასი მნიშვნელოვნად ეზრდება, კვარაცხელიაზეც იგივე იქნება?

AutoSharing Option
ცნობილი და სანდო ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში "ნაპოლი" გუნდის ფორვარდ ვიქტორ ოსიმენს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს და ეს გადაწყვეტილი ამბავია.

ჩვენი იტალიელი კოლეგისვე ცნობით, ახალი შრომითი ხელშეკრულება 2026 წლამდე გაგრძელდება, ნიგერიელის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ის კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

შეგახსენებთ, დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი იმის შესახებ, რომ "პარტენოპეისთან" ახალ კონტრაქტს ხვიჩა კვარაცხელიაც გააფორმებს და მისი ხელფასიც გაიზრდება, თუმცა ეს ამბავი ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
მკითხველის კომენტარები / 30 /
აბა ჩვემ კვარა კვარა ბეეცს ორ ფუთ ლობიოსაც დაუმატებენო, ტყუილია მაიი. ააა?
კ ო მ ბ ლ ე
14 დეკემბერი 2023 15:09
19
ბიჭმა ახალგაზრდულში თამაშზე უარი თქვა, ნაპოლი-ში მოსამზადებელი პროცესს რამდენიმე დღითაც ვერ გამოვაკდებიო, წინ რთული სეზონი აქვს და გუნდს ვერ დავაღალატებო...ისე ასეო... და ესენი ხელფასაც არ უმატებენ და კონტრაქტის პირობების გადახედვასაც არ აპირებენ,როგორც ჩანს..... ხოდა ქე ჩანს როგორც მოემზადა....ეხლა მთავარია ის შეინარჩუნოს რაც აქვს, ცოტა დაასტაბილუროს თამაში,რომ საერთოდ როტაციის ფეხბურთელი არ გახდეს და ბოლომდე არ ჩამოალაბორანტონ....სხვა თამაშებს,რომ თავი დავანებოთ ამ სეზონში ამხელა ამბიციის მქონე შემტევმა ფეხბურთელმა-სერიას საუკვეთესო,ოქროს ბურთის ლაურიანტი,ჩლ-ის საუკვეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, ასევე ლამის 100მლ-ად შეფასებულმა ჩლ-ის მიმდინარე გათამაშების 6 თამაშში თავი ერთხელაც კი ვერ გამოიჩინა.....ხო! კიდევ!! ამ რამდენიმე ხნის წინ თითქმის ყოველ დღე რომ წერდით მისდამი თითქოსდა სუპერკლუბების ინტერესებზე და ასტრონომიულ თანხებს ასახელებდით-ამაზე რა ხდებააა.....
KVARADONAAA
14 დეკემბერი 2023 15:02
35
ბოღმამ გახეთქვა იცის.
გიორგი
14 დეკემბერი 2023 15:46
6
კვარას ერთი ტომარა კარტოფილზე ამუშავებენ, ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შეიძლება ორი ტომარა ხახვი დაუმატონ. ეს კვარას კონტრაქტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება, იტყობინება გაძეტა დელა სპორტი.
პერაშკის მცხობელი
14 დეკემბერი 2023 14:43
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული