"ნაპოლის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი - ოსიმენს ხელფასი მნიშვნელოვნად ეზრდება, კვარაცხელიაზეც იგივე იქნება?

AutoSharing Option
ცნობილი და სანდო ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში "ნაპოლი" გუნდის ფორვარდ ვიქტორ ოსიმენს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს და ეს გადაწყვეტილი ამბავია.

ჩვენი იტალიელი კოლეგისვე ცნობით, ახალი შრომითი ხელშეკრულება 2026 წლამდე გაგრძელდება, ნიგერიელის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ის კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

შეგახსენებთ, დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი იმის შესახებ, რომ "პარტენოპეისთან" ახალ კონტრაქტს ხვიჩა კვარაცხელიაც გააფორმებს და მისი ხელფასიც გაიზრდება, თუმცა ეს ამბავი ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
მკითხველის კომენტარები / 30 /
ღმერთო ჩემო, ვაი ჩემს პატრონს
თავადი
15 დეკემბერი 2023 00:14
3
დავდე ლინკი ერთ ჩემ კომენტარში მათთვის ვინც იძახის რომ კვარა დაცვითი ფუნქციებისგან უნდა გაანთავისუფლონო, იღლებაო და შემდეგ არაეფექტურიაო თავდასხმაშიო, დააკოპირეთ და უყურეთ
მამუკა
14 დეკემბერი 2023 23:42
2
https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.instagram.com%2Freel%2FC0y0zMBN0JT%2F&h=AT0MUTK1vo8jmuUN3DAwCfjs1DzRbgm8GWcbOkdr7ouqGD4oDiscdoPfQPC5fbh4A8gKWAheDttCMizzRoZGq_1ipm8SLxPZMIZgkXtS9Q9qg5Ge9AQkL3z2PfN9XXLaVmCpzV5RRU-1ztI&s=1
მამუკა
14 დეკემბერი 2023 23:39
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული