კონტეს იტალიური გრანდების რიგი დაუდგა - წავა კვარაცხელიასთან თუ ანტონიოს ზლატანი დაითანხმებს?

AutoSharing Option
La Repubblica წერს, რომ "მილანის" მიზანი გუნდის მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშვნა იქნება. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდია აქტიურად იწერება, რომ "როსონერის" მიმდინარე სეზონის ბოლოს სტეფანო პიოლი დატოვებს, ვისაც არადამაკმაყოფილებელი შედეგები აქვს.

54 წლის დამრიგებლის გუნდში მოყვანისა და ამ გეგმის ინიციატორი შესაძლოა, ზლატან იბრაჰიმოვიჩიც იყოს, ვისაც პირდაპირი გზით ევალება ხელმძღვანელობას რჩევები მისცეს. შესაძლოა, ანტონიოსთან მოლაპარაკებები თავად შვედმაც აწარმოოს.

ამავდროულად იტალიური პრესა წერს, რომ კონტეს საკუთარ გუნდში ხილვა "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსაც სურს.

"პარტენოპეის" ბოსს ეს მიზანი დიდი ხანია აქვს და გამოცდილ
დამრიგებელს შეთავაზებაც გაუკეთა, თუმცა ანტონიო შუა სეზონში გუნდს არ იბარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული