"ნაპოლი" თავისი ყოფილი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დაბრუნებას ცდილობს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების 32 წლის ნახევარმცველ ჟორჟინიოს "არსენალთან" კონტრაქტი უმთავრდება და შეიძლება "ნაპოლიში" დაბრუნდეს, - იტყობინება ჟურნალისტი ეკრემ კონური.

ჟორჟინიოს აგრეთვე ინგლისის, თურქეთის და საუდის არაბეთის კლუბები ეპატიჟებიან.

ჟორჟინიო "არსენალში" გასული წლის იანვარში გადავიდა, ამ სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი სატრანსფერო ფასი კი 15 მილიონი ევროა.

ის ნეაპოლურ გუნდში 2014-2018 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი "ჩელსიმ" 57 მილიონ ევროდ შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი ჟორჟინიო ღა დარჩა, ვინც ნაპოლიში პენალტი გააფუჭა :))))
alexandre
10:53 01-03-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული