ოსიმენის "ინტერთან" თამაში საეჭვოა - "ნაპოლი" უკვე ეძებს მის შემცვლელს

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა შეიძლება 17 მარტს, სერია A-ს 29-ე ტურში, სტუმრად "ინტერთან" ვერ ითამაშოს, - იტყობინება ნეაპოლური მედია.

ოსიმენს ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ კუნთის პრობლემა აქვს და დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშა. მის მდგომარეობას კლუბის სამედიცინო შტაბი ხვალ შეამოწმებს და ამის შემდეგ გადაწყდება, მოახერხებს თუ არა "სან სიროზე" გუნდის დახმარებას.

Il Mattino-ს მტკიცებით, ნიგერიელის სამსახურით პრემიერლიგის კლუბები არიან დაინტერესებული, განსაკუთრებით კი "ჩელსი" აქტიურობს, რომელსაც მის გამოსასყიდად 120-130 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "ნაპოლი" ვიქტორის შესაცვლელად სამ ფეხბურთელს
აკვირდება: ჯონათან დავიდი (ლილი, კანადა), ჯოშუა ზირზკე (ბოლონია, ნიდერლანდები) და სანტიაგო ხიმენესი (ფეიენოორდი, მექსიკა).

მკითხველის კომენტარები / 4 /
დევიდი კარგი ბიჭია, ჯერ კიდევ გენტში მაგრად თამაშობდა. მაგრამ ლილი მაგას იაფად არ გამოუშვებს. აურელიო კიდე დიდი თანხის გადამხდელი არაა.
სტუმარი
16 მარტი 2024 19:33
0
გელა ნუგზარაშვილს დააყენებს ინტერთან
გენა
16 მარტი 2024 13:11
1
ოსი, ცუდი ტიპი არ არის, თან ხვიჩასთანაც მეგობრობს, მაგრამ ,,უშრომელ შემოსავალს '' ხომ არ იღებს?
გიორგი 50
16 მარტი 2024 08:37
1
არაფერია, დაისვენოს ვიქტორამ. ხვიჩა ხომ იქნება მინდორზე? ის ირბენს მის წილსაც. თუ კიდევ ვინმე დაიმტვრევა, მის მაგივრადაც ხვიჩა დაიტვირთება. მთელ იმოდენა წლიურ ერთ მილიონს აბა რაში იღებსო, ლაურენტის მეჯღანუაშვილმა.
კოლა
15 მარტი 2024 21:25
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული