კვარაცხელიას სატრანსფერო ამბები აქტუალურია...
მთავარი ტრანსფერები
ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გერმანიაში სასწრაფოდ ჩავიდა და მამუკა ჯუღელს შეხვდა. გასაკვირი არაა, "კვარას" კლუბის გამოცვლა სურდეს, რადგან მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სჭირდება. ამავდროულად, ისე ჩანს,
ვიქტორ ოსიმენზე კლუბი თითქოს მზადაა, ნიგერიელი გაასხვისოს, თუმცა საქმე მსურველსა და სატრანსფერო თანხაშია. მწვრთნელად მარესკას მისვლის შემდეგ ვიქტორს "ჩელსის" აღარ უკავშირებენ.
"ნაპოლიმ" ახალი ფორმა წარადგინა...
რაც შეეხებათ ახალწვეულებს, მოგეხსენებათ, კონტეს ტაქტიკაში ფლანგებს რამხელა მნიშვნელობა აქვს. ის გუნდს ძირითადად 3 მცველით ათამაშებს და ფრთებზე ისეთი ფეხბურთელები სჭირდება, დაცვასა და შეტევაში ერთნაირი წარმატებით რომ გამოდიან. ამავდროულად, გაძლიერება ცენტრალური მცველებითაც საჭიროა.
ერთ-ერთი პირველი, ვისი ტრანსფერიც ანტონიომ გადაწყვიტა, მადრიდის "რეალის" 22 წლის ცენტრალური მცველი რაფა მარინია. ამ კუთხით მორიგი გეგმა "ტორინოს" 25 წლის უკანახაზელი ალესანდრო ბონჯორნოა. საბა საზონოვის თანაგუნდელს დამაჯერებელი სეზონი ჰქონდა.
მარცხენა ფლანგს ლეონარდო სპინაცოლა ჩაიბარებს. ახალ ტაქტიკურ სქემაში მარიო რუის ადგილი ნაკლებად იქნება. გუნდში ოლივერაცაა. 31 წლის სპინაცოლა ევრო 2020-დან კარგად გვახსოვს, ბოლოს კი "რომაში" იყო, სადაც ხელშეკრულება ამოეწურა.
კონტესთვის კიდევ ერთი კარგად ნაცნობი ფეხბურთელი, რომელუ ლუკაკუ, გუნდში მხოლოდ მაშინ მივა, თუკი ოსიმენის ტრანსფერს ვიხილავთ.
სეზონისწინა მატჩები
გეგმები
ის ფეხბურთელები, რომლებიც ზაფხულის სანაკრებო ტურნირებზე ასპარეზობდნენ, უფრო მეტად დაისვენებენ, 11 ივლისიდან კი გუნდი მზადებას მათ გარეშე იწყებს. კვარაცხელია საწვრთნელ ბაზაზე თვის ბოლოს გამოცხადდება, მანამდე კი ტრანსფერსა თუ უტრანსფერობაზე მეტი გვეცოდინება.
ამხანაგურ მატჩებს რაც შეეხება, სეზონისწინა მეტოქეები მაინცდამაინც არ იცვლებიან. ქვედალიგელებთან გავარჯიშების შემდეგ თურქული "ადანა", ფრანგული "ბრესტი" და ესპანური "ჟირონა"...
დე ლაურენტისსა და კონტეს დიდი გეგმები აქვთ...
ახალი სეზონი
ბოლო წლებში "ნაპოლი" ქვეყნის თასის გათამაშებაში იანვრიდან ერთვებოდა, ახლა კი, გასული სეზონიდან გამომდინარე, გუნდს ამის გაკეთება პირველივე ეტაპზე მოუწევს. კონტეს გუნდი 10 აგვისტოს (23:15 ჩვენი დროით) "მოდენას" უმასპინძლებს. რაც შეეხება ჩემპიონატს, სანაკრებო პაუზამდე სამი ტური მოესწრება - 18 აგვისტოს (თბილისის დროით 20:30 სთ) "ვერონას" ესტუმრებიან, 25-ში (22:45 სთ) "ბოლონიას" უმასპინძლებენ, ხოლო 1-ელ სექტემბერს (22:45) "პარმას" მიიღებენ.
"ნაპოლის" ირგვლივ საინტერესო ზაფხული გველის, რომლის მთავარი შეკითხვა მაინც ისაა - დარჩება კვარაცხელია ამ გუნდში?!