ოფიციალურად: სპინაცოლა "ნაპოლის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ 31 წლის მცველი ლეონარდო სპინაცოლა დაიმატა.

გამოცდილი უკანახაზელი ბოლოს "რომაში" ასპარეზობდა, რომელთანაც კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი გახლდათ.

"პარტენოპეიში" უახლოეს საათებში ჩაირიცხება "ტორინოდან" ალესანდრო ბონჯორნო. კლუბი ახლოს არის რომელუ ლუკაკუს დამატებასთანაც.

მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანტონიო კონტე ფედერიკო კიეზას დამატებასაც გეგმავს, რომლის გაშვებასაც "იუვენტუსი" აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გუნდი, რომელიც ლუკაკუს ყიდულობს, ის მომავლის გუნდი როგორაა? მაგას მიქაუტაძე სამს ჯობია, მომავალი მაინც აქვს.
ჟორა
16:30 10-07-2024
3
სპინაცოლა წინა ევროპაზე იყო,ბრწყინვალე!იქ მიიღო მძიმე ტრავმა და იმ დონეზე აღარც ასულა.ვერ ვიტყვი,რომ მის თამაშს ყურადღებით ვადევნებ თვალს,თუმცა 31 წლისაა და სავარაუდოდ,პრობლემის შუალედურ,დროებით გადაწყვეტად უფრო უნდა ჩაითვალოს.ასევეა ლუკაკუც.
სოსო
19:27 10-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული