ახალაია იტალიასა და საზონოვის გუნდს დაუბრუნდა - საბას კონკურენტი ეკვატორული გვინეიდან და დაპირისპირება მიქაუტაძესთან...

AutoSharing Option
ლადო ახალაია-უმცროსი იტალიურ "ტორინოს" დაუბრუნდა. 22 წლის ფორვარდი იჯარით ლუქსემბურგის "ჰესპერანჯში" გამოდიოდა. ლადო "ტორინოს" 2021 წლიდან ეკუთვნის, ჯერ ის იჯარით ბელგიურ "ვირტონში" თამაშობდა.

მოგეხსენებათ, ახალაიამ არჩევანი მოლდოვის ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა. ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იყო, თუმცა ჯერ არ უთამაშია (ასაკობრივში ითამაშა). სხვათა შორის, მას არჩევანის რუმინელთა სასარგებლოდ გაკეთებაც შეეძლო. მისი მამა, ასევე ლადო ახალაია, საქართველოს ნაკრების წევრი იყო.

ამასობაში, ტურინული კლუბი ცენტრალურმა მცველებმა დატოვეს. ბორჯორნოს "ნაპოლიში" წასვლაზე ვიცით, ლოვატო "სალერნიტანას" დაუბრუნდა, რიკარდო როდრიგესსა და კოფი ჯიჯის ხელშეკრულება ამოეწურათ. თითქოს ქართველი
მცველი სასტარტოს წევრად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა საზონოვის კონკურენტებს აუცილებლად შეიძენენ, საბას გასულ სეზონში ნაკლებად ენდობოდნენ.

Sportall.Ge

საუბარია 26 წლის ხორვატ მარტინ ერლიჩის ტრანსფერზე, რომელიც "სასუოლოში" გამოდის. ვინც უკვე დაიმატეს, ეკვატორული გვინეის წარმომადგენელი, 25 წლის საულ კოკოა, რომელიც "ლას პალმასის" ღირსებას იცავდა.

31 ივლისს "ტორინო" გიორგი მიქაუტაძის "ლიონს" შეხვდება, 11 აგვისტოს თასზე "კოზენცას", 17 აგვისტოს კი პირველივე ტურში "მილანს" ესტუმრება.

altხვიჩა რჩება! - რა ხდება იტალიის ჩემპიონატში და რა შანსი აქვს "ნაპოლის"?

მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატებები ლადოს სადაც არ უნდა ითამაშოს. მე ის მაინტერესებს წიტაიშვილი მართლა გრანადაში გადავიდა? თუ შეიძლება რამე ინფორმაცია მოგვაწოდეთ ამაზეც.
აკო
13:45 24-07-2024
1
ღმერთმა გაუმარჯოს თავის გზაზე
დედა მოლდოველი ჰყავს პაპა რუმინელი
მამა ქართველი,დასაკარგი ქართველები არ გვყავს,თუ გამოგვადგება რატომაც არა,მაგრამ აგერ ბეგლარიშვილმა იცადა,იცადა და კარიერა გაეპარა არადა ითამაშებდა მშვენივრად ესტონეთის ნაკრების ძირითადში,საინტერესო კადრი რო იყოს დაინტერესდებოდა ფედერაცია
Gomako
11:48 24-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული