ანჩელოტი იტალიაში დაბრუნდება? - "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი კანდიდატურა ჰყავს

AutoSharing Option
Calciomercato-ს ინფორმაციით, იტალიის სერია A-ს ბინადარ "რომას" მომავალი სეზონისთვის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი კანდიდატურა ჰყავს.

მოგეხსენებათ, "ჯალოროსის" ამჟამად კლაუდიო რანიერი ავარჯიშებს, რომელიც დაკავებულ პოსტზე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ აუცილებლად დატოვებს.

"მგლების" სამიზნეები კარლო ანჩელოტი, მასიმილიანო ალეგრი, ან ჯან პიერო გასპერინი არიან. ამ დროისთვის უმუშევარი მხოლოდ ალეგრია, რომელიც გასულ ზაფხულს "იუვენტუსიდან" წამოვიდა და ამჟამად კლუბის გარეშეა. 

შეგახსენებთ, რომ "რომაში" მიმდინარე სეზონი მთავარი მწვრთნელის რანგში დანიელე დე როსიმ დაიწყო, რომელიც იუვან იურიჩმა ჩაანაცვლა, ხორვატის ადგილი კი სწორედ რანიერიმ დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული