პალადინო შესაძლოა, "ფიორენტინადან" დაითხოვენ

AutoSharing Option
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა გვაუწყებს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა, "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელი რაფაელე პალადინო გადააყენონ.

მისმა გაწვრთნილმა ფლორენციულმა გუნდმა სერია A-ში ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო, ასეთი ცუდი შედეგი კი 2023 წლის ნოემბრის შემდეგ არ ჰქონია.

ახალგაზრდა სპეციალისტისთვის გადამწყვეტი შემდეგი 3-4 მატჩი იქნება და მისი ბედიც ამის შემდეგ გადაწყდება.

შეხსენებისთვის, პალადინომ "ფიორენტინა" მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩაიბარა. გუნდი 42 ქულით მეექსვე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული