"ნაპოლი" შეიძლება კიდევ ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვოს

AutoSharing Option
Il Mattino-ს ცნობით, ნახევარმცველმა ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ შეიძლება „ნაპოლი“ დატოვოს.

გამოცემა იტყობინება, რომ 29 წლის კამერუნელს კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება და ინგლისური კლუბებისგან კარგი შეთავაზებები აქვს.

ახლა ყველაფერი „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისზეა დამოკიდებული, თუ ხელშეკრულების გასაგრძელებლად რამდენად ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებს, რაც ხელფასის მომატებას გულისხმობს.

ანგისა „ნაპოლიში“ 2021 წელს „ვილიარეალიდან“ გადავიდა, transfermarkt-ის მონაცემებით კი მისი ღირებულება 27 მილიონი ევროა. მას პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს - 2018/2019 წლების სეზონში „ფულჰემის“ ღირსებას იცავდა.

altნერესმა ტრავმა მოირჩინა და "ნაპოლის" დახმარებას შეძლებს

მკითხველის კომენტარები / 1 /
კონტემ,ანგისა მაინც შემარჩინეთო და ვნახოთ...
სოსო
19:44 27-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული