BBC: ყატარს შესაძლოა მუნდიალი 2022-ის მასპინძლობა ჩამოართვან

AutoSharing Option
ყატარს შესაძლოა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვას, იუწყება BBC.

ეს შეიძლება ყატარის მეზობელ ქვეყნებთან პოლიტიკური კონფლიქტის გამო მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთმა, იემენმა, არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა და მავრიტანიამ ფიფას წერილი გაუგზავნეს, სადაც სთხოვენ, ტურნირის ჩატარების უფლება სხვა ქვეყანას მისცენ და ადანაშაულებენ ყატარს საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერაში.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 21 ნოემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლის დოჰაში, ლუსაილეში, ალ ვაკრეში, ალ ჰორეში, ალ რაინეში, უმ სალალესა და მადინატ-აშ-შამალეში გაიმართება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული