![](https://sportall.ge/pictures/image31/ea48331e6d8cb148297cfaf598f5543d.jpg)
"იტალიის და ჰოლანდიის უმუნდიალოდ დარჩენა იშვიათი შემთხვევაა და ვნებს ტურნირს. წინადადებას ვაყენებ ევროპის და სამხრეთ ამერიკის 8-8 გუნდმა ავტომატურად მიიღოს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური.
მათ გარეშე ტურნირი ხიბლს კარგავს და არასრულფასოვანია. ტრადიციების პატივისცემაა საჭირო. არგენტინამ საგზური უკანასკნელ ტურში მოიპოვა. წარმოგიდგენიათ მუნდიალი ლეო მესის გარეშე? ეს უსამართლობაა".