მუნდიალი 2018: ბელგიამ ტუნისს ადვილად მოუგო და დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ფავორიტია [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბელგიამ ტუნისი 5:2 დაამარცხა.

მატჩი მეტად ლამაზი სანახავი იყო. ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან ტუნისელებს ცოტა არც გაუმართლათ, დებიუტში მსაჯმა მათ კარში საეჭვო პენალტი დანიშნა, ედენ აზარმა ანგარიში გახსნა და ტრავმის გამო პირველ ტაიმში მოედანი ორმა ფეხბურთელმა დატოვა. ერთ-ერთმა მათგანმა, ს. ბენ იუსეფმა გოლიც გაიტანა. სამაგიეროდ ლუკაკუმ შესვენებამდე დუბლი გაიფორმა. შესვენების შემდეგ კი დუბლი ედენ აზარმა მიითვალა და შეხვედრამ ყოველგვარი აზრი დაკარგა. შეცვლაზე შესულმა ბატშუაიმ 90-ე წუთზე მეხუთედ მაინც დაამწუხრა ბენ მუსტაფა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის
წინ კი ჰაზრიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ერთი სიტყვით, ბელგია ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ვნახოთ, უფრო ძლიერ მეტოქეებთან როგორ ითამაშებს. შეგახსენებთ, 28 ივნისს, ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში ბელგია ინგლისს შეხვდება.
G ჯგუფი. შაბათი. 23 ივნისი. მოსკოვი. "ოტკრიტიე არენა". 44 190 მაყურებელი
ბელგია - ტუნისი 5:2
გოლები: 1:0 ე. აზარი (6, პენ), 2:0 ლუკაკუ (16), 2:1 ბრონი (18), 3:1 ლუკაკუ (45+3), 4:1 ე. აზარი (51), 5:1 ბატშუაი (90), 5:2 ჰაზრი (90+3)

ბელგია: კურტუა, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, მენე, ბოიატა, ვიტსელი, დე ბრიუნე, კარასკო, აზარი (ბატშუაი 68), მერტენსი (ტილემანსი 86), ლუკაკუ (ფელაინი 59)

ტუნისი: ბენ მუსტაფა, ს. ბენ იუსეფი (ბენალუნი 41), მალული, ბრონი (ნაგუეზი 24), სასი (ჰადადი 59), სჰირი, ჰაუი, მერია, ჰაზრი, ბადრი, ფ. ბენ იუსეფი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული