შვედეთის ნაკრების მწვრთნელი: გაცოფებული გერმანელები გამარჯვებას ჩვენს წინ ზეიმობდნენ, ასე მოქცევა არ შეიძლება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გერმანიასთან დამარცხების შემდეგ, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო იყო შვედების მწვრთნელი იანე ანდერსონი.

"გერმანელები გამარჯვებას ჩვენს წინ ზეიმობდნენ, ჩვენს სათადარიგოთა სკამზე, გაცოფებულები. ძალიან გავბრაზდი. როდესაც თამაში მთავრდება, მეტოქეს ხელს ართმევ და მიდიხარ. ასე მოქცევა არ შეიძლება.

ახლა ვერაფერს ვერ გეტყვით, ბერგზე უხეშობისთვის პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა. გერმანელებმა ბევრი მომენტი ვერ შექმნეს. ეს ყველაზე უარესი მატჩია ჩემს კარიერაში.

ბოლოს ძალიან დავიღალეთ. ბურთი ისეთ დროს დავკარგეთ, როდესაც კარგად შეგვეძლო შეგვეტია. ეს საჯარიმო არაჩვეულებრივი ინდივიდუალური მიღწევაა".
მკითხველის კომენტარები / 6 /
მასე ზეიმობდით იტალიასთან, მარა არავის დაუშლია თქვენთქვის...
0
საწყალი შვედები. მაგრამ ბოლოსკენ ჯერ გომესმა დაატაკა პირდაპირ მეკარეს, მერე ბრანდტმა ძელს და ბოლოს გაიტანეს კიდეც. ვინ იტყვის რომ გერმანია არ იმსახურებდა. თუმცა პენალტიც იყო გერმანიის კარში... იტალიაც რაღაც უაზრო ფეხბურთით გამოთიშეს და ახლა გერმანიაც კინაღამ გამოაგდეს. ასე რომ გეყოთ რა. წაით ბიძიკო სახლში. თუ რამე შეგიძლიათ, მოუგეთ მექსიკას და გახვალთ.
odala
08:48 24-06-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული