იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებზე: ვგრძნობდი, რომ შემეძლო უკეთესად მეთამაშა, ვიდრე მათ

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს გელაქსის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალზე შვედეთის ნაკრების ასპარეზობაზე ისაუბრა.

"რთულია თუ არა ჩემთვის ყურება, როგორ თამაშობს შვედეთი ჩემ გარეშე? არა. პირველ მატჩებში ვგრძნობდი, რომ შემეძლო უკეთესად მეთამაშა, ვიდრე მათ და ეს გრძნობა ჯერ კიდევ არ მანებებს თავს.

მაგრამ ზოგჯერ დგება მომენტი, როცა ამბობ: "გააკეთონ თავიანთი საქმე და სიამოვნება მიიღონ ამისგან".

როცა მე მივედი ნაკრებში, ეს არ გახარებიათ. სხვებისგან გამოვირჩეოდი, თუმცა სირთულეები გადავლახე და ნაკრების კაპიტანი გავხდი. ამაზე მაღლა არაფერია", - ციტირებს იბრაჰიმოვიჩს ESPN US.

შეგახსენებთ, რომ შვედეთის ნაკრებს
ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს და პლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს.

altშვედეთის ნაკრების მწვრთნელი: გაცოფებული გერმანელები გამარჯვებას ჩვენს წინ ზეიმობდნენ, ასე მოქცევა არ შეიძლება

altმუნდიალი 2018: აი, ესაა გერმანიის ნაკრები, შემართული და სწორუპოვარი! [VIDEO

 

მკითხველის კომენტარები / 2 /
დანაშაულია ამ კაცის არ წაყვანა.
zas.
12:22 27-06-2018
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული