კრიშტიანო რონალდო: როგორც პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, ვამაყობ იმ საუშაოთი, რომელიც ჩვენმა გუნდმა გასწია

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8-ფინალური ეტაპიდან გამოთიშვის შემდეგ კომენტარი პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ გააკეთა.

"გვსურს, ურუგვაის ნაკრებს წარმატება და 1/4-ფინალში გასვლა მივულოცოთ. ვფიქრობ, კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და შესაძლოა მეტსაც ვიმსახურებდით, მაგრამ მეტოქეს მეტი გოლი გაიტანა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

როგორც პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, ვამაყობ იმ საუშაოთი, რომელიც ჩვენმა გუნდმა გასწია.

ასევე მინდა ორგანიზატორებს, ფიფას, შესანიშნავი ტურნირი მივულოცო. ორგანიზება, დაცვა, ატმოსფერო... აქ ყველაფერი დიდებული იყო.

ახლა მომავალზე საუბრის დრო არ არის, მაგრამ შეგვიძლია დავფიქრდეთ, ჩავიხედოთ ჩვენს თავებში, პორტუგალიის ნაკრებს ნამდვილად შეუძლია მოგებებით
დაბრუნდეს", - აღნიშნა რონალდომ.

altმუნდიალი 2018: შენცა, რონალდო? - ლეო მესის დარად მსოფლიოს ჩემპიონატს კრიშტიანოც დაემშვიდობა [VIDEO]

altფერნანდუ სანტუში: კავანის და სუარესის ასეთი თამაშისთვის მზად არ ვიყავით

მკითხველის კომენტარები / 4 /
მთელი პორტუგალია იყო გუშინ მხოლოდ ბ.სილვა
euhh
18:44 01-07-2018
0
სამუშაო ისეთი უნდა კარიერზე და შახტაში რომ არის გროშის ფასად, ეს კიდევ ამაყობს 10 კმ რომ ირბინა და უსახურ თამაშზე არაფერს ვამბობ. ბებერი კვარეჟმა თავისი მონდომებით ყველას ჯობდა
kroosi
13:52 01-07-2018
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული