ხორვატიის ნაკრების მეკარემ, დანიელ სუბაშიჩმა ცრემლები ვერ შეიკავა მას შემდეგ, რაც მისი დაღუპული მეგობრის, ხრვოე კუსტიჩის შესახებ ჰკითხეს.
მუნდიალის მერვედფინალში დანიის ნაკრებთან გამარჯვება სუბაშიჩმა 10 წლის წინ ტრაგიკულად დაღუპულ ფეხბურთელს მიუძღვნა. ყოველ მატჩზე მეკარე მეგობრის გამოსახულებიან მაისურს იცვამს.
2008 წელს კუსტიჩი ხორვატიის ჩემპიონატში აუტში მიმავალ ბურთს მისდევდა, ფეხი აუსრიალდა და თავი ბეტონის კედელს მიარტყა. 5 დღის შემდეგ ხრვოე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის 24 წლის იყო.
შეგახსენებთ, რომ დანიასთან მატჩში სუბაშიჩმა 3 პენალტი მოიგერია.