მესი, რამოსი და სხვები - მუნდიალის 1/8-ფინალიდან გამოთიშულ ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ყველა 1/4-ფინალისტის ვინაობა ცნობილია, მაგრამ 1/8-ფინალში იყვნენ ისეთი გუნდები, რომლებიც მუნდიალის ასე ნაადრევად დატოვებას არ იმსახურებდნენ.

თუმცა, ფეხბურთში მხოლოდ ერთი გუნდი იმარჯვებს, თუნდაც ამისთვის საჭირო დამატებითი დრო და პენალტების სერია გახდეს.

საიტმა WhoScored.com-მა 1/8-ფინალიდან გამოვარდნილი ნაკრებებიდან ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

კასპერ შმეიხელი - დანია
კასპერ შმეიხელის გმირობები და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი დანიის ნაკრების 1/4-ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

დანიისა და ხორვატიის მატჩი საკმაოდ მოულოდნელად დაიწყო და გულშემატკივარმა საწყის 4 წუთში უკვე 2 გატანილი გოლი იხილა, თუმცა
მალევე ცხადი გახდა, რომ შეხვედრა, დიდი ალბათობით, დამატებით დროში გადავიდოდა.

კასპერ შმეიხელმა კი დამატებით დროში ლუკა მოდრიჩის პენალტი მოიგერია და კიდევ ორი პენალტიც მან უკვე თერთმეტმეტრიანების სერიაში აიღო.

მას მთლიანობაში ხორვატიასთან მატჩში 7 სეივი დაუგროვდა და WhoScored-მა ის 8,47 ქულით შეაფასა. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამის მიუხედავად, დანია 1/4-ფინალში ვერ გავიდა.


ჰენრიკ დალსგაარდი - დანია
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც დამარცხებულთაგან დანიისა და ხორვატიის დაპირისპირებაში თავი კარგად წარმოაჩინა, "ბრენტფორდის" მცველი ჰენრიკ დალსგაარდია.

ჰენრიკს 7,32 ქულა ერგო. 28 წლის დალსგაარდი ძალიან სოლიდურად გამოიყურებოდა და დაცვაში საიმედო იყო. ის ხორვატ ფორვარდებთან კარგ პოზიციას იკავებდა და კარგ დრიბლინგსაც ახორციელებდა.

იერი მინა - კოლუმბია
ინგლისი კოლუმბიას 1:0 ამარცხებდა, თუმცა იერი მინას თავურმა დარტყმამ მატჩი პენალტების სერიამდე მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთამერიკელები საბოლოოდ დამარცხდნენ, მინამ ნაკრებში ალბათ თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

ის ერთ-ერთია სამი მოთამაშიდან, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი სამ სხვადასხვა შეხვედრაში გაიტანა. მან პოლონეთის, სენეგალისა და ინგლისის კარი აიღო.

23 წლის მცველმა სახიფათო შეტევა 10-ჯერ გაანეიტრალა და მისი პასების სიზუსტე 91,4%-ს შეადგენდა. იერი მინა 8,32 ქულით შეფასდა.


სერხიო რამოსი - ესპანეთი
ლა ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი სერხიო რამოსიც კარგად გამოიყურებოდა. მან საიტისგან 7,56 ქულა დაიმსახურა. რამოსმა იმდენი ზუსტი გადაცემა გააკეთა, რაც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე არცერთ ფეხბურთელს არ დაუფიქსირებია.

რამოსმა პენალტების სერიაში თავისი გოლი გაიტანა. ასევე მისი დიდი დამსახურებით გაიტანა პირველი გოლი ესპანეთის ნაკრებმა.


რაფაელ გერეირო - პორტუგალია
კიდევ ერთი მცველი რაფაელ გერეირო, მან 8,15 ქულა მიიღო. მან ურუგვაისთან 1:2 წაგებულ შეხვედრაში გატანილი ბურთის ავტორ პეპეს საგოლე გადაცემა მიაწოდა.

გერეირო დაცვაში კარგად გამოიყურებოდა. ის ანეიტრალებდა შეტევებს და კარგად მოქმედებდა შეტევაშიც.

ევროპის ჩემპიონები იმედგაცრუებულნი არიან მუნდიალის ასე ნაადრევად დატოვების გამო, თუმცა ეს გერეიროს ბრალი ნაკლებად არის.


გენკი ჰარაგუჩი - იაპონია
იაპონელებმა ბელგიასთან მეორე ტაიმი ბრწყინვალედ დაიწყეს და მეტოქეს 0:2 ამარცხებდნენ, თუმცა გამარჯვება საბოლოოდ მაინც მეტოქე ბელგიას დარჩა.

ჰარაგუჩიმ ბელგიელებს გოლი გაუტანა. ის ძალიან სწრაფი იყო და დრიბლინგსაც ახორციელებდა. ჰარაგუჩიმ 7,77 ქულა დაიმსახურა.


ტომას დელანი - დანია
დელანი მესამე დანიელია, რომელმაც ჩვენს სიაში მოხვედრა დაიმსახურა. პირველი გოლის ასისტენტი სწორედ ბრემენის "ვერდერის" ნახევარმცველი იყო.

მის ანგარიშზე 2 კარგი დრიბლინგი, სახიფათო გადაცემები, ოთხი ვარდნა და საგოლე გადაცემაა. დელანი 98-ე წუთზე შეცვალეს და ჩვენ მას 7,79 ქულით შევაფასებდით.

კოკე - ესპანეთი
დელანის გვერდზე ნახევარდაცვაში WhoScored-მა კოკე დააყენა. 26 წლის ფეხბურთელს რუსეთთან თამაშის შემდეგ თავს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა, რადგან ის პასების უდიდეს ნაწილს უკან აკეთებდა.

მთლიანობაში, მან რუსეთთან დაპირისპირებაში 149 ზუსტი გადაცემა დააფიქსირა და 4 საგოლე შანსი შექმნა. კოკეს ანგარიშზე 4 ზუსტი ქვევარდნაა. საბოლოოდ კოკე 7,26 ქულით შეფასდა.

ისკო - ესპანეთი
ისკომ რუსეთთან შეხვედრაში დრიბლინგი 9-ჯერ განახორციელა და ეს 1/8-ფინალში მონაწილე ყველა ფეხბურთელზე მაღალი მაჩვენებელია.

120 წუთის განმავლობაში მწვავე გადაცემა მხოლოდ 2-ჯერ განახორციელა.

ის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ერთ-ერთი აკურატული მოთამაშე იყო და მან ზუსტი შორეული გადაცემა 9-ჯერ გააკეთა. საიტმა მას 8,50 ქულას დაუწერა.

ხუან კუადრადო - კოლუმბია
ხუან კუადრადო კოლუმბიის ნაკრების 4-3-2-1 სისტემაში, კარლოს ბაკას შემოსვლამდე, რადამელ ფაკლაოსთან ერთად ერთ-ერთ ფორვარდად განიხილებოდა.

ბაკას შემოსვლის შემდეგ კი მას საკუთარი სისწრაფე უნდა გამოეყენებინა და ინგლისელთა დაცვა შეეწუხებინა.

კუადრადომ მინას საგოლე გადაცემა მიაწოდა და სამი დრიბლინგი განახორციელა. კუადრადო 8,05 ქულით შეფასდა.

ლიონელ მესი - არგენტინა
მართალია, შესაძლოა, მესი საუკეთესო ფორმაში არ იყო, ძირითადად, სამპაოლის ცუდი ტაქტიკის გამო, მაგრამ საფრანგეთთან მატჩში სამი გოლიდან 2 მისი პასის შემდეგ გავიდა.

ლეომ სამი დრიბლინგი შეასრულა და 4-ჯერ დაჯარიმდა. მისი რეიტინგი 7.91-ია.

altმუნდიალი 2018: მერვედფინალური ეტაპის სიმბოლური ნაკრები და საუკეთესო ფეხბურთელი

მკითხველის კომენტარები / 2 /
გერეიროს რომ შეიყვან ჭურნალსტიც კი არ ხარ. პიკემ და კოკემ რა დააშავეს გერეიროზე ნაკლები წვლილი არ შეუტანიათ თავიანთი ნაკრების დამარცხებაში. ისე თქვენ სისულელეების გადმოკოპირებას გირჩევნიათ ასეთ სისულელეებს დასცინოთ და დროთა განმავლობაში შედეგსაც მოგიტანთ.
ზვიადი
15:26 05-07-2018
0
კოკე ამ სიაში კი არა წალენჯიხის სქურში არ უნდა ათამაშო, რუსეთთან რეებიც აკეთა მაგის გამო
superman
15:12 05-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული