რუსეთი VS ხორვატია - პენალტებით გასულთა დუელი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრებს, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელია, მეოთხედფინალში საკუთარი გულშემატკივრების გარდა არავინ ელოდა.

სტანისლავ ჩერჩესოვის ნაკრები ერთ-ერთ უსუსტესად მიიჩნეოდა 32 მონაწილეს შორის, მაგრამ მასპინძლებმა დაამტკიცეს, რომ ექსპერტები ცდებოდნენ.

რუსეთი და ხორვატია მეოთხედფინალში პენალტების სერიის წყალობით გავიდნენ, რუსეთის ნაკრები ფავორიტად შერაცხილ ესპანეთს 1:1 დაუზავდა. შემდეგ კი იგორ აკინფეევმა პენალტების სერიაში ორი პენალტი მოიგერია და გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. 120-წუთიანი ორთაბრძოლა ხორვატიის ნაკრებმაც გამოიარა დანიასთან და ივან რაკიტიჩის გადამწყვეტი პენალტის წყალობით გამარჯვებული დარჩა.

ხორვატიის ნაკრები რჩება მუნდიალზე ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის მქონე გუნდად, ხორვატებმა
ტურნირზე მხოლოდ ორი გოლი გაუშვეს. თუკი ხორვატები იმარჯვებენ, თავიანთ რეკორდს გაიმეორებენ - მსოფლიოს ჩემპიონატში ხორვატიის საუკეთესო მიღწევა 1998 წლის მუნდიალით თარიღდება.

ნახევარფინალში რუსეთის წინამორბედ საბჭოთა კავშირის ნაკრებსაც უთამაშია, მაშინ საბჭოთა კავშირი მე-4 ადგილით დაკმაყოფილდა.

საინტერესოა, რას დაუპირისპირებს ჩერჩესოვი ივან რაკიტიჩისა და ლუკა მოდრიჩის ტანდემს შუახაზში. რუსთა მცველ სერგეი იგნაშევიჩს ესპანეთთან უცნაური მატჩი ჰქონდა - ჯერ კურიოზული ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ მერე კარგად ითამაშა, დიეგო კოშტა თამაშიდან გამოთიშა, პენალტების სერიაშიც უნაკლოდ შეასრულა 11-მეტრიანი.

ხორვატიას არ წაუგია რუსეთთან დაპირისპირებაში, ასეთი კი სულ სამი იყო. რუსების კარში სამი წლის წინათ გოლის გამტანი ნიკოლა კალინიჩი უღირსი საქციელისთვის ნაკრებიდან მოკვეთილია და, ბუნებრივია, იგი არც მასპინძლებთან ითამაშებს. საეჭვოა სტრინიჩის თამაშიც. რუსთა ბანაკში ძაგოევისა და ჟირკოვის თამაშია საეჭვო.

ფაქტები
  • ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 2015 წელს შედგა, ხორვატიამ ამხანაგური მატჩი 3:1 მოუგო რუსეთს - გოლები კალინიჩმა, ბროზოვიჩმა და მანჯუკიჩმა გაიტანეს.
  • თუ დანიასთან პენალტების სერიაში მოგებას ჩავთვლით, ხორვატიის ნაკრებს 5-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
  • ბოლო სამი მატჩია, რაც რუსეთის ნაკრები კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებს.
  • ურთიერთშეხვედრების სამი მატჩიდან 1 ხორვატიამ მოიგო, ორი კი 0:0 დასრულდა.

1/4-ფინალი. შაბათი. 7 ივლისი. სოჭი. ფიშტ ოლიმპიისკი
რუსეთი-ხორვატია 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
რუსეთი (4-2-3-1): აკინფეევი - ფერნანდეში, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, კუდრიაშოვი - გაზინსკი, ზობნინი - სამედოვი, გოლოვინი, ჩერიშევი - ძიუბა
ხორვატია (4-5-1): სუბაშიჩი - ვრსალკო, ვიდა, ლოვრენი, სტრინიჩი - რებიჩი, მოდრიჩი, ბროზოვიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი - მანჯუკიჩი
არბიტრი: ს. რიჩი (ბრაზილია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
არაბეთზე სუსტი გუნდი ალბათ არ ყოგილა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში.იყიდეს მონაწილების მიღება და იყიდეს ეგვიპტესთან თამაში(უხეშად რომ ვთქვათ)ეგვიპტე არა ჟირინოვსკი,ერთი სალაჰი ჰყავთ და ეგაა.ესპანეთმა კი ალბათ მის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო თამაში ჩაატარა.ვნახოთ რაზე გადის დღეს ხორვატების სინდისის ზღვარი..პ.ს.ფინალი კი ინგლისი - ბელგია იქნება და მოიგებს ბელგია!!!
euhh
07 ივლისი 2018 13:11
4
სულო ცოდვილო და დიდი ყიდვა-გაყიდვა თუ არაა გაფორმებული, სადაც ხორვატია კი არა ვერაფერი ვერ შეეწინააღმდეგება ამ ამბავს, მაშინ 100 % ით მოგახსენებთ,რომ ხორვატული სულიდან გამომდინარე, თამაში არ გაიყიდება ხორვატების ინიციატივით, და ასე მგონია,რომ ხორვატია ანახებს რუსეთს "გდე რაკი ზიმუიუტ". დღეს მორჩება რუსეთის "კორ დე ბალეტი"
gela gloveli
07 ივლისი 2018 15:28
3
ალბათ როგორი მოწყენილი ცხოვრება გაქვს ხოო ? ძნელია, როცა ადამიანმა ყველაფერი იცის DDDDDDDD)))
korben dallas
07 ივლისი 2018 15:55
4
რა რუსეთი, რის რუსეთი ბატონებო,ესპანეთმა ჩააგდო თამაში,ჩაჯდა 11 კაცი დაცვაში და გაუვარდა ყარაულის თოფივით,თორე ვის მოუგო,საშინელ საუდის არაბეთს და არანაკლებ სუსტ ეგვიპტეს,შეხვდა ნორმალურ ურუგვაის და წმინდად წააგო.ეგრე მასპინძელ სამხრეთ კორეასაც გაუვარდა (თუ გააგდებიეს) იტალიასთან და რა? ის სამხრეთ კორეა 10 თავით ჯობდა ეხლანდელ რუსეთს.სადაა ხალხო ძიუბას და სამედოვის ნახევარფინალში სათამაშო,მართლა ჩალით კი არაა დახურული ეს ქვეყანა.ერთადერთი ნათელი წერტილი ყავს მაგ ნაკრებს და ისიც კარში დგას.არავის ჩემ აზრს არ ვახვევ,მარა დარწმუნებული ვარ რო ხორვატია როგორც მინიმუმ ფორით მოიგებს.
gogi
07 ივლისი 2018 12:16
8
პუტინის რუსეთმა შეიძლება მსოფლიოც მოიგოს ვინ წარმიდგენდა რუსეთში ჩმპიონატს მარა კიხედავთ რა მადლობებს უხდიან რუსებს თვით რონალდოც კი ასე რომ მე არც გამიკვირდება/
vova
07 ივლისი 2018 13:08
5
ეგრე დარწმუნებული ნუ იქნებით რუსეთის წაგებაში მაგენმა მსოფლიო თასი რო მოიგონ ინფანტინო იტყვის მოხდა ასე და რა ვქნათო ან ვინ რას იზამს? ვინმე რამეს დაამტკიცებთ ჩვენ ხო მოუგეთ ესპანეთს და რა გასაკვირია სადაც ესპანეთს მოუგო რუსებმა ხორვატიაც მიაყოლოს.
civi
07 ივლისი 2018 13:05
4
გაზპრომა ხორვატიას სასწრაფოდ მოსთხოვა გაზის ვალის მიარდის დაფარვა თუ არა საქნციებს დაპირდა, ასევე რუსლმა კომპანიებმა ხორვატულ მოვალეებს მიხედეს , დღეს წააგებს ხორვატია მილიარდი დიდი ფულია
იმერელი
07 ივლისი 2018 17:26
1
კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო რაღაც ცუდი წინათგრძნობა მაქ რუსები რო ფინალში გავიდნენ მერე მოგჭამა ჭირი იქ მერე ორი ბრაზილია რო დაუყენო მაინც მოაგებინებენ.
dato
07 ივლისი 2018 15:33
2
ხორვატია არანაკლებ სუსტი გუნდია.გამიკვირდება რომ ცააგოს რუსეთმა ან მაგატტან ან ბელგიასტან.
sdada
07 ივლისი 2018 20:19
2
ჰო აბა რა, ამათზე სუსტი არ არსებობს, სიზმრებში!
Irakli
07 ივლისი 2018 20:52
1
Xorvatia4:1mougebs putins
lasha qutaisi
07 ივლისი 2018 19:30
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული