ლევანდოვსკის ღირსეული საქციელი - პოლონელმა საკუთარ გულშემატკივრებს პატივისცემისკენ მოუწოდა

AutoSharing Option
გუშინ 9 სექტემბერს, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურში ერთმანეთს პოლონეთი და ინგლისი დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
მატჩის დაწყებამდე ინგლისის ფეხბურთელებმა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნად მოედანზე მუხლი მოიდრიკეს, რაზედაც მასპინძელთა გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა სტვენა დაიწყო.
talkSPORT-ის კომენტატორმა, ჯიმ პრაუდფუტმა ეს მომენტი შეაფასა:
"ინგლისელმა ფეხბურთელებმა მუხლი მოიაყარეს, საპასუხოდ, პოლონელი გულშემატკივრებისგან სტვენა მიიღეს, როდესაც სტუმარი გუნდის ფეხბურთელების მიმართ ზეწოლას ცდილობდნენ, მასპინძელთა ნაკრების კაპიტანმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მის მაისურზე დატანილი წარწერისკენ (Respect) მიიტანა თითი და მხარდამჭერებს ამ ჟესტიკულაციით გაჩერებისა და პატივისცემისკენ მოუწოდა" - განაცხადა
ჯიმმა.
პოლონელებმა ამ ხერხს პირველად მარტში, უემბლის მოედანზე გამართულ შეხვედრაში მიმართეს. ამას ფაქტს მაშინ პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა:
"პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია "უემბლიზე" გამოხატული ჟესტით გაცნობებთ, რომ "Black Lives Matter"-ის ინიციატივის მიმართ ნეიტრალური და აპოლიტიკური პოზიცია დაიკავეს. ამავე დროს გვინდა ხაზი იმასაც გავუსვათ, რომ პოლონეთის ყველა წარმომადგენელი რასიზმისა და არატოლერანტობის წინააღმდეგია.
კანონიერი საქმიანობით PZPN (პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია) მოვალეობას ყველა ადამიანის მიმართ თანასწორობით, ტოლერანტობითა და ადამიანთა უფლებების დაცვით ასრულებს, განურჩევლად მათი კანის ფერისა, რელიგიისა და პოლიტიკური ხედვებისა".
მომზადებულია talksport-ის მიხედვით

altსაუთგეითი: დინოზავრებად დარჩებიან, არაფერი ეშველებათ...

altდრამა ვარშავაში,"სკუადრა აძურას" მორიგი გამარჯვება და დაუნდობელი "ბუნდეს ნაკრები" [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 17 /
დაჩოქება ისტორიულად ყოველთვის იყო უღირსი საქციელი ბევრმა ისტორიულმა პერსონაჟმა დაჩოქებას არჩია სიკვდილი წარსულში, ადამიანები მხოლოდ მეფის წინაშე ან მანდილოსნის წინ იჩოექბდნენ.
11 მამაკაცი, რომ მსოლიოს დასანახად იჩოქებს ეს არის სამარცხვინო საქციელი არამხოლოდ ამ ფეხბურთელების არამეტ ისეთი დიდი ისტორიული ქვეყნისთვის ,როგორიც ინგლისია: რაინდობის, ღირსების და ვაშკაცობის ეტალონი იყო ევროპაში საუკუნები ინგლისი და დღესს რეებს აკეთებენ სამარცხვინოა.
ზაზა
09 სექტემბერი 2021 12:59
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული