როგორც წესი, რუსეთის ნაკრებს ყოველი კენჭისყრისას უმართლებს, ასე მოხდა ამჯერადაც - მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში პოლონეთს უმასპინძლებს და თუ სძლია, შემდეგ შვედეთსა და ჩეხეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ისევ საკუთარ მოედანზე. წილისყრის შედეგით ერთობ კმაყოფილი დარჩა რუსეთის ფეხბურთის კავშირის ეთიკის კომიტეტის წევრი ანზორ კავაზაშვილი.
"კენჭისყრას ყველას გილოცავთ. კარგია, რომ პოლონეთი შეგვხვდა და არა პორტუგალია ან იტალია. წარმატებული შედეგის იმედი მაქვს.
გავივლით პოლონეთს და წავუთაქებთ შვედებს ან ჩეხებს.
მოსამზადებლად მარტამდე საკმაო დროა. რუსეთის ფეხბურთის კავშირმა ამისათვის გუნდს შესანიშნავი პირობები უნდა შეუქმნას.
თუ შემთხვევით ვერ გავედით, არაფერი საგანგაშო არ მოხდება.
თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ, მოთამაშეთა ასეთი შერჩევის გათვალისწინებით, მწვრთნელ ვალერი კარპინს ძალიან გაუმართლებს. ვთვლი, რომ მუშაობა უნდა გააგრძელოს, მაგრამ მიდგომის შეცვლა სჭირდება", - განუცხადა კავაზაშვილმა "Р-Спорт"-ს.