ბრაზილია შეუჩერებელია - ნეიმარის გარეშე მოიგო და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, G ჯგუფში, ბრაზილიამ ტრავმირებული ნეიმარის გარეშე შვეიცარია 1:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური ვადამდე გაინაღდა.

პირველ ტაიმში „სელესაო“ განსაკუთრებულ უპირატესობას ვერ ფლობდა, შვეიცარია თავს უნარიანად იცავდა და უხიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. პირველი მომენტი მხოლოდ 27-ე წუთზე შეიქმნა - რაფინიამ საჯარიმოში ვინისიუსი კარგად მოძებნა, მაგრამ მან უხეიროდ დაარტყა და ბურთი მეკარე ზომერმა მოიგერია.

მეორე ტაიმის მეორე ნახევრიდან ბრაზილიამ უფრო სახიფათოდ შეუტია. ვინისიუსის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, 83-ე წუთზე კი კაზემირომ გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

"პენტაკამპეონებმა" პირველ
ორ ტურში მეტოქეებს კარში ბურთი არ დაარტყმევინეს და მეცხრედ გავიდნენ პლეი-ოფში.

ამ ჯგუფს 6 ქულით ბრაზილია ლიდერობს, შვეიცარია 3 ქულით მეორე ადგილზეა, თითო-თითო ქულა კი კამერუნსა და სერბეთს აქვთ.

ჯგუფში ბოლო ტური 2 დეკემბერს გაიმართება: ბრაზილია კამერუნს, შვეიცარია კი სერბეთს დაუპირისპირდება.

დოჰა. "სტადიუმ 974". 43 649 მაყურებელი

ბრაზილია - შვეიცარია 1:0
გოლი: კაზემირო (83)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ბრაზილიის რა მოგეწონათ?მე რატომღაც პორტუგალია მგონია
buxrika
29 ნოემბერი 2022 12:56
1
ესეთ ბანძ ჩემპიონატებს ბრაზილია იგებს ხოლმე
გიო
28 ნოემბერი 2022 23:28
12
ჯერ ჯერობით ბარზილია ყველაზე მეტად მომწონს. დღეს ისეთ სისწრაფეზე არ თამაშობდა და ამიტომ მგონია კიდევ მოუმატებენ 1/8 ფინალიდან. პორტუგალიამ თუ ჯგუფში არ იპერველა 1/8 დან კრისტიანო ტირილით სახლში წავა.
G.LA
28 ნოემბერი 2022 22:39
3
ტელევიზორს არ მოწყდე შენი მესი თუ ნესვი არ გაგიბლუნძღულონ სახლში..ეხლა ვიღაც მოკრივე ემუქრება გალახვით ისედაც ნახევარკაცა იყო ეხლა ნახევარქათამა გაგიხდა შენი მესი..
GLA-s
29 ნოემბერი 2022 09:01
4
ბრაზილია ჩვენი პრემიერივით ბატონი ირაკლი ღარიბაშვილივით შეუდარებელია და ღირსეული!!!!
მამუკა სვანი
28 ნოემბერი 2022 22:32
17
ჯერჯერობით ყველაზე ძლიერი ნაკრებია.ორი თამაში ბურთი კარში არ დაარტყმევინა.ალისონს ჰქონდა გამოტანისას პრობლემა,უკეთესი იქნება თუ ედერსონი დადგება.
იკა
28 ნოემბერი 2022 22:26
0
ძლიერი ხმამაღალი ნათქვამია.. ნეიმარის გარეშე ხომ საერთოდ მაგრად იწვალეს
toti
29 ნოემბერი 2022 15:16
0
1 გოლს რომ გაიტან გაჭირვებით 83-ე წუთზე მაგას შეუჩერებელი ჰქვია?
nika
28 ნოემბერი 2022 22:22
7
დღეს ასეთია ფეხბურთი. სოკრატეესი ბრუნავს საფლავში.
ანდრი
29 ნოემბერი 2022 00:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული