28 ნოემბერს ედენ აზარმა, კევინ დე ბრუინმა და იან ვერტონგენმა იჩხუბეს, რომლებიც საბოლოოდ რომელუ ლუკაკუმ დააშოშმინა.
ამავე წყაროს ცნობით, ნაკრების რამდენიმე მოთამაშე ერთმანეთს არ ელაპარაკება. დე ბრუინმა შეწყვიტა ურთიერთობა ტიბო კურტუასთან, ედენ აზარმა კი - ლეანდრო ტროსართან.
მოგეხსენებათ, მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ბელგიელები მაროკოსთან 0:2 დამარცხდნენ, რის შემდეგაც ბრიუსელში არეულობა მოხდა.
მანამდე ნახევარმცველმა დე ბრუინმა განაცხადა, რომ ფეხბურთელების ასაკის გამო არ სჯერა ბელგიელების გამარჯვების
ambebi.ge, 14:23 / 29-11-2022 (https://www.ambebi.ge/article/285996-de-bruinsa-da-kurtuas-shoris-galatis-gamo-dacqebuli/)