მესის დღეს მუხლქვეშა მყესის დისკომფორტის გამო არ უვარჯიშია, თუმცა ფინალში ითამაშებს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელ ლეო მესის დღეს ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

თავიდან მხოლოდ იმ ფეხბურთელებმა დაიწყეს ვარჯიში, რომლებიც ხორვატიასთან მატჩში შეცვლაზე შევიდნენ ან სათადარიგოები იყვნენ. ძირითადი შემადგენლობა ჯერ ტრენაჟორებზე დაიტვირთა, მათ კი მოგვიანებით შეუერთდა.

მესის გასულ შეხვედრაში მარცხენა მუხლქვეშა მყესის პრობლემა ჰქონდა, თუმცა განაცხადა, რომ არაფერი არ აწუხებს. არგენტინელებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ის საფრანგეთთან გადამწყვეტ მატჩში თამაშს შეძლებს, რომელიც მისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე უკანასკნელი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მგონია რომ ფეხბურთის გაგებაში არ არის ის, ვინც მესის არ აღმერთებს, მესი თვითონ ფეხბურთია, ცინიკოსი და არაკაცი მბაპეა, თავის ხასიათიც ეყოფა სასჯელად
ნინი
12:26 18-12-2022
0
მბაპეს იქნება იანვარში , პსჟ გასახდელში ნეიმარს და მესის რომ დასცინებს თავისი ორიგინალური სიცილით
კილიანი
06:11 16-12-2022
5

სიახლეები პოპულარული