კასანო: სამყარო მესის ფეხთაა - ახლა რას იტყვით მარადონას ფანებო?

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ანტონიო კასანო ლეო მესის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.

"თქვენ, მარადონას ფანებო, რას იტყვით ახლა, როდესაც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი მესი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა?

ალბათ, დაიწყებთ იმაზე ლაპარაკს, რომ მარადონა უფრო ქარიზმატული იყო, პიროვნულადაც გამორჩეული, მაგრამ ეს ყველაფერი სისულელეა, ბედს შეურიგდით. ჯანდაბაში წადით! მთელი მსოფლიო უდიადესის ფეხთაა, ის კი თავმდაბლად დუმს", - განაცხადა კასანომ რადიო Deejay-ს ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
კასანოსი მესმის, მარადონას ფანებიბი მესის ფანებზე უარესები არიან, ნამდვილი ფანატიკოსები, არადა მესიმ ყველაფერში აჯობა, ერთი მიზეზი ჰქონდათ მსოფლიო და 86-ზე ბევრად სუსტი ნაკრებით მოიგო მესიმ. ყველას თავისი აზრი აქვს, ფაქტი სახეზეა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს ვუყურებთ, მხოლოდ უცოდინრები და ფანატიკოსები არ აღიარებენ ამას...
0
კასანოსი არ მესმის, რა ბოღმა აქვს ასეთი გულში?ხან რონალდუს კბენს,ხან მარადონას და ამ დროს თვითონ რას წარმოადგენს, იტალიაში კასანოსნაირები კონა ათი შაურია.
მამუკა
00:35 27-12-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული