ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ვალტერ კასაგრანდემ თანამემამულე ნეიმარი გააკრიტიკა:
"ნეიმარი ტურნირზე, როგორც მოედანზე, ისევე მის ფარგლებს გარეთ, ინფანტილური და განებივრებული ადამიანი იყო. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ თქვა, რომ იმედგაცრუებულია, მერე კი ბრაზილიაში დაბრუნდა და გართობას შეუდგა, თავადაც მართავდა საღამოებს და სხვების მოწყობილსაც სტუმრობდა.
შვებულებაში იყო და რასაც უნდოდა, იმას გააკეთებდა? მთლად მასე არაა. პსჟ-მა უკვე განაახლა სეზონი. მბაპემ მუნდიალის ფინალში სამი გოლი გაიტანა, კლუბში დაბრუნდა და ნეიმარს პრობლემა შეუქმნა. ნეიმარს შეეძლო 31 დეკემბრამდე დაესვენა, მაგრამ მბაპეს ნაადრევად დაბრუნებამ აიძულა ასევე მოქცეულიყო.
არავის არ ესმის, რომ ის არ იცვლება. სიმულანტობს, მეტოქეებთან ჩხუბობს, ხოლო ზოგიერთს ისევ სჯერა მისი. "სტრასბურგთან" მატჩში პირველი ბარათი იმის გამო მიიღო, რომ მოწინააღმდეგეს ხელით სახეზე შეეხო, მეორე კი - სიმულანტობისთვის, რათა მსაჯს პენალტი დაენიშნა. მორიგ ტურს მაინც გამოტოვებს და შეიძლება წლის ბოლო საღამოს გასამართად სამშობლოში დაბრუნდეს. კონცენტრაციისა და პასუხისმგებლობის გასაოცარი დეფიციტი აქვს. დიდი ხანია ვარსკვლავი გახდა, ფეხბურთი დაავიწყდა და მხოლოდ სოციალურ ქსელებში ხელმომწერთა რაოდენობის გაზრდაზე ფიქრობს.
შვებულებაში იყო და რასაც უნდოდა, იმას გააკეთებდა? მთლად მასე არაა. პსჟ-მა უკვე განაახლა სეზონი. მბაპემ მუნდიალის ფინალში სამი გოლი გაიტანა, კლუბში დაბრუნდა და ნეიმარს პრობლემა შეუქმნა. ნეიმარს შეეძლო 31 დეკემბრამდე დაესვენა, მაგრამ მბაპეს ნაადრევად დაბრუნებამ აიძულა ასევე მოქცეულიყო.
მას შემდეგ, რაც 2017 წელს განებივრებული ვუწოდე, ნეიმარის თაობაზე არასოდეს არ შევmცდარვარ. 2023 წელი მოდის, ის კი ისევ ბავშვია", - ციტირებს კასაგრანდეს UOL-ი.