მესიმ თქვა, აპირებს თუ არა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს

AutoSharing Option
Ole-სთან ინტერვიუში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ლიონელ მესიმ იმის შესახებ ისაუბრა, აპირებს თუ არა 2026 წლის მუნდიალზე თამაშს.

"არ ვიცი. მეჩვენება, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა ჩემი ასაკის გამო ძალიან რთული იქნება. მიყვარს ფეხბურთის თამაში, მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ და სანამ თავს კარგად ვგრძნობ და გავაგრძელებ სიამოვნების მიღებას, მაგრამ შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი ჯერ კიდევ შორია", - განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში: აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება, ლეო ამ დროისთვის 39 წლის იქნება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული