ცნობილი გახდა, რას ნიშნავდა მესის აღნიშვნა მუნდიალის 1/4-ფინალში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ

AutoSharing Option
ჟურნალისტმა ჟულიენ ლორენსმა Netflix-ზე გამოსულ ფილმში, სახელწოდებით "მსოფლიო კაპიტნები", იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ლიონელ მესიმ 2022 წლის მუნდიალის 1/4-ში გატანილი გოლი ნიდერლანდების წინააღმდეგ განსაკუთრებულად ემოციურად აღნიშნა.

"ვან გაალმა, ფაქტობრივად, რიკელმეს კარიერა "ბარსელონაში" დაანგრია, ის კი მესის კუმირი იყო.

მის ხელში არგენტინელი "ბლაუგრანაში" ვერ ათამაშდა. შემდეგ იჯარით "ვილიარეალში" გაუშვეს და ბოლოს ამავე კლუბს მიჰყიდეს.

როდესაც რიკელმე "ბარსელონას" მაისურით იტანდა, მწვრთნელის მისამართით ამ ჟესტს აჩვენებდა. მესიმაც ახლა სწორედ ეს გააკეთა და ვან გაალს რიკელმეს გამო ერთგვარი სამაგიერო გადაუხადა", - აღნიშნა ლორენსმა. 
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვერ გავიგე ან ლეოს ფანები, რაზე უნდა გაბრაზდნე ან რონალდუსი, ასეთი რამ პირველად მესმის, ვისაც, როგორ უნდა ისე ღნიშნავს.DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
alias
14:27 05-01-2024
2
ამ ჩემოიონატზე ყველაზე მებრძოლი გუნდი, არგენტინის ნაკრები იყო! და დამსახურებულადაც აწიეს თასი.
შალო
13:43 05-01-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული