პარიზული კლუბის ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან ესპანელი სპეციალისტის მუშობით და მის შემცვლელს ეძებენ.
L’Equipe-ის ინფორმაციით, პსჟ-ის თავკაცის პოსტზე დანიშვნის ყველაზე დიდი შანსები ორ გერმანელ სპეციალისტს - დორტმუნდის "ბორუსიის" ყოფილ მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს და გერმანიის ნაკრების თავკაც იოახიმ ლიოვს აქვს.
ამ მწვრთნელების სამსახურით ასევე დაინტერესებულები არიან სხვებიც. ლიოვის მიწვევა მიუნხენის "ბაიერნს" სურს, ხოლო ტუხელის - ლონდონის "არსენალს".