პსჟ-ს ნეიმარის ერთ მატჩი 4 მილიონი უჯდება

AutoSharing Option
ესპანურმა გამოცემა Marca-მ დაითვალა ის თანხები, რასაც "პარი სენ ჟერმენი" ბრაზილიელ ფორვარდ ნეიმარში ხარჯავს და გამოთვალა, რომ პარიზელებს "ნეის" 1 მატჩი საშუალოდ 4 მილიონი ევრო უჯდებათ.

"ბარსელონას" ექსგარემარბის ტრანსფერი პსჟ-ს 222 მილიონი ევრო დაუჯდა. ფეხბურთელის ყოველწლიური ხელფასი 37 მილიონი ევრო გახლავთ, რაც 3 წელში 111 მილიონი გამოდის. გამოდის, რომ ნეიმარზე ჯამში კლუბმა 333 მილიონი ევრო დახარჯა.

ამის პარალელურად, ფეხბურთელმა აღნიშნულ 3 წელში კლუბის მიერ გამართული ოფიციალური შეხვედრების 51%-ში მიიღო მონაწილეობა, რადგან ან დისკვალიფიკაცია ჰქონდა, ან ტრავმა. გამოდის, რომ ნეიმარის 1
მატჩი პარიზულ გუნდს 4,16 მილიონი ევრო უჯდება.

ლიგა 1-ის აწ უკვე დასრულებულ სეზონში ბრაზილიელმა 15 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული