"ნეიმარი მეძავის შვილია, მესი - სულელია" - სკანდირებდნენ პსჟ-ის ფანები

AutoSharing Option
პსჟ-ის გულშემატკივრები საყვარელი გუნდის "რეალთან" მარცხისა და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო გაბრაზებულები არიან.

საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა აუტსაიდერი "ბორდო". კილიან მბაპემ, ნეიმარმა და მესიმ შეუცვლელად ითამაშეს. გოლები ნეიმარმა, მბაპემ და პარედესმა გაიტანეს.

პარიზელი ფანები გუნდს უსტვენდნენ და შუათითს აჩვენებდნენ. მხოლოდ მბაპეს შეხვდნენ აპლოდისმენტებით, მესის და განსაკუთრებით ნეიმარს კი, ობსტრუქცია მოუწყვეს.

ისინი სკანდირებდნენ: "ნეიმარი მეძავის შვილია, მესი - სულელია".

მესიმ შეხვედრის 87-ე წუთზე ბურთი ძელს გაარტყა - ამ სეზონში 8-ჯერ, რაც ევროპის 5 საუკეთესო ლიგაში
ყველაზე მეტია. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ჩემპიონატის 18 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბექას კომენტარი რატომ არის წაშლილი?რა დაწერა ასეთი???მაშინ გამოხმაურებებიც წაშალეთ,აბა როგორ გავიგოთ???!!!
გილერმო ამორი
19:59 14-03-2022
2
რა დაბალგანვითარებული ფანები ჰყოლია პსჟ ს.
ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა,ფეხბუთის საყურებლად რომ შედიხარ, პიროვნებას იხდი, გარეთ ტოვებ და ტრიბუნაზე უბრალოდ მასის ნაწილი ხდებიო.
კი ვეთანხმები ამას, მაგრამ ცოტა ნამუსიც რომ შეიტანო და ინტელექტიც მთლად გარეთ არ დატოვო უკეთესი იქნება :))
რათქმაუნდა ვერავის მოსთხოვ.
Skeleton
18:06 14-03-2022
0

სიახლეები პოპულარული