"კვარას" გარეშე - პსჟ-მა "ლანსს" თამაში შემოუტრიალა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეთვრამეტე ტურში პსჟ-მა სტუმრად „ლანსი“ 2:1 დაამარცხა.

„პარი სენ ჟერმენის“ განაცხადში არ იყო ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი სავარაუდოდ პირველ მატჩს 25 იანვარს „რეიმსთან“ ჩაატარებს. „კვარას“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე თამაშის უფლება არ აქვს და თუ პსჟ შემდეგ რაუნდში გავიდა, განაცხადში შეიყვანენ.

მარცხენა გარემარბმა ბრედლი ბარკოლამ, რომლის ანგარიშზე ნოემბრის დასაწყისის შემდეგ საგოლე მოქმედება არ იყო, გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მან მიმდინარე ჩემპიონატზე მეთერთმეტედ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

პარიზული გუნდი 46 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 23 იანვარს ჩემპიონთა ლიგაზე
სახლში „მანჩესტერ სიტისთან“ გამართავს.

ლანსი. „ბოლარ-დელელისი“
ლანსი - პსჟ 1:2
გოლები: 1:0 ნზოლა (36), 1:1 ფაბიან რუისი (59), 1:2 ბარკოლა (86)

alt"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა

მკითხველის კომენტარები / 10 /
ახლა გადირია და გადელდა ბარკოლა?!.
ალექსანდრო
22:12 18-01-2025
1
ნოემბრის მერე საგოლე მოქმედება არ ჰქონიაო... ეტყობა, იფიქრა, კვარამ სრულად არ ჩამანაცვლოსო... შიშს დიდი თვალები აქვს
ხათუნა
23:29 18-01-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული