"შაპეკოენსეს" ბიჭები 5 ათასი დოლარის ეკონომიის გამო სასიკვდილოდ გაიმეტეს"

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ "შაპეკოენსეს" ტრაგედიის შესახებ სოციალურ ქსელში აზრი გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 28 ნოემბერს თვითმფრინავმა, რომელშიც ბრაზილური გუნდის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, ავიაკატასტროფა განიცადა.

"დღეს ფეხბურთში გლოვაა, რადგან ერთი წლის წინ "შაპეკოენსეს" ბიჭები ბედნიერების საძიებლად გაფრინდნენ, მაგრამ სიკვდილს შეხვდნენ. ძალიან მინდა, მათი ახლობლებს და გულშემატკივრებს მაგრად გადავეხვიო.

თუ ერთი წლის წინ არაფერი ვთქვი, ეს სირცხვილის გამო იყო. სირცხვილის, რომ 5 ათასი დოლარის ეკონომიისთვის ისინი სასიკვდილოდ გაიმეტეს", - დაწერა მარადონამ.

ერთი წლის წინ ბრაზილიური კლუბის თვითმფრინავმა კოლუმბიაში კატასტროფა განიცადა.
ბორტზე მყოფი 77 ადამიანიდან მხოლოდ 6 გადარჩა, აქედან სამი ფეხბურთელი - ალან რუშელი, ნეტუ და ფოლმანი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული