სანტიაგო კანისარესს 5 წლის შვილი გარდაეცვალა

AutoSharing Option
"რეალის" და "ვალენსიას" ყოფილ მეკარეს სანტიაგო კანისარესს 5 წლის შვილი, სანტი გარდაეცვალა.

სანტი წელიწადნახევარი მძიმე დაავადებას ებრძოდა, რამოდენიმე კვირის წინ კი მისი მდგომარეობა გაუარესდა და დღეს გარდაიცვალა.

"ჩემი შვილი გარდაიცვალა. ვფიქრობ, თქვენი ჩემდამი მხარდაჭერის ნიშნად ეს უნდა გაუწყოთ", - დაწერა სანტიაგომ ტვიტერზე.

2013 წელს კანისარესს და მის ყოფილ მეუღლეს მაიტე გარსიას სამი ტყუპი შეეძინათ და სანტი ერთ-ერთი მათგანი იყო. მათ აგრეთვე უფროსი ქალიშვილი სოფია ჰყავთ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეგენდარული მეკარე
Superman
06:18 24-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული