იკერ კასილიასი: არ მენატრება "რეალი"

AutoSharing Option
"პორტუს" ვეტერანმა მეკარემ იკერ კასილიასმა იმაზე ისაუბრა, ენატრება თუ არა "რეალი" და აქვს თუ არა მუნდიალზე ასპარეზობის იმედი.

"არ მენატრება "რეალი". ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც წინ უნდა იარო. ბლანკოსმა მე ყველაფერი მომცა.

დიდი ტურნირები მოვიგე, ფურია როხაში ვასპარეზობდი. "სამეფო გუნდის" მუდამ მადლიერი ვიქნები. მის გულშემატკივრად ვრჩები და თამაშებს სიამოვნებით ვუყურებ.

როდესაც ასაკში შედიხარ, მნიშვნელოვანია ტურნირების მოგება, რადგან ეს მოტივაციას გძენს. თუ კარგა ხანი ვერაფერს ვერ მოიგებ, იმედგაცრუებული რჩები.

კიდევ ერთი სეზონი მინდა ჩავატარო. არა ვარ დარწმუნებული, რომ ლოპეტეგი მსოფლიოს ჩემპიონატზე
წამიყვანს. ნაკრებიდან არ წავსულვარ, მაგრამ ლოპეტეგის მრავალი ვარიანტი აქვს".

იკერს "დრაკონებთან" ზაფხულში უმთავრდება კონტრაქტი და განაცხადა, რომ თანახმაა გაისამდე დაიცვას მისი ღირსება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული