ოფიციალურად: ფერნანდო ტორესი იაპონურ კლუბში გადავიდა

AutoSharing Option
ვეტერანი ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი იაპონიის კლუბ "საგან ტოსუს" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.

"ეს გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე. მინდოდა, ისეთი არჩევანი გამეკეთებინა, რომელიც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საუკეთესო იქნებოდა.

მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან ძალიან ბევრი შეთავაზება მქონდა. ევროპაში დარჩენა არ მინდოდა, რადგან იქ ჩემი კარიერა დიდებულად დასრულდა.

ვფიქრობ, საბოლოოდ, საუკეთესო არჩევანი გავაკეთე", - აღნიშნა ტორესმა.

"ელ ნინიოს" კარიერის განმავლობაში მადრიდის "ატლეტიკოში", "ლივერპულში", ლონდონის "ჩელსისა" და "მილანში" უთამაშია.

altგადაწყდა, ფერნანდო ტორესი სათამაშოდ იაპონიაში გადავა

altგადავიდა თუ არა ფერნანდო ტორესი იაპონურ კლუბში?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული