"მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუ კრიშტიანო "რეალს" დატოვებდა. მადრიდელებმა მისი წასვლით ბევრი რამ დაკარგეს. ვიცოდი, კრიშტიანოთი არაერთი კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ "იუვე" ყველაზე ნაკლებსავარაუდო ვარიანტად მიმაჩნდა. მართლა გამიკვირდა, მაგრამ ტურინელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ.
რა თქმა უნდა, "რეალში" სხვა შესანიშნავი ფეხბურთელებიც არიან და ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს. თუმცა, რონალდოს გარეშე გაუჭირდებათ, "იუვე" კი ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტი გახდება.
ვფიქრობ, დადგა დრო კვლავ მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა. გასულ
არიან მდიდარი კლუბები და დღეს ფეხბურთელებს ფული მართავს და არა გუნდის ღირსებისთვის ბრძოლა. მათთვის მთავარი ფულია და არა გუნდთან ერთად წარმატების მიღწევა.
მე ბარსელონაში ყველაფერი მაქვს, აქ 13 წელია ვცხოვრობ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდში გავატარე ცხოვრება და შესაძლოა, მსოფლიოს საუკეთესო ქალაქში. ჩემი შვილები კატალონიაში დაიბადნენ და არა მგონია, კიდევ რამე მჭირდებოდეს".