მარკუს რაშფორდი: დე ხეა, ალბათ, მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა

AutoSharing Option
ინგლისისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის შემდეგ, მასპინძელთა ფეხბურთელმა მარკუს რაშფორდმა მისი საკლუბო პარტნიორის დავიდ დე ხეას შესახებ ისაუბრა.

"ის, ალბათ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ჩვენ მისი შესაძლებლობები ვიცით. დღეს მან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, მე მას და მის თანაგუნდელებს ვულოცავ ამ გამარჯვებას. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ასეთი დიდი გუნდების დამარცხება მოვახერხოთ. ეს პირველად არ დაგვემართა, დღევანდელი მარცხი ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს." - განაცხადა მატჩის შემდეგ რაშფორდმა.

ერთა ლიგის პირველ ტურში ინგლისი "უემბლიზე" ესპანეთთან 1:2 დამარცხდა, აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში
მასპინძლები დაწინაურდნენ, დე ხეას ერთადერთი გოლი კი სწორედ მარკუს რაშფორდმა გაუტანა.

altერთა ლიგა. I ტური: ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისი დაამარცხა

altდავიდ დე ხეა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდება





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული